სააკაშვილი: არ შეუძლია ვლადიმერ ვლადიმეროვიჩს ჩემი დავიწყება

საქართველო, თბილისი - 18:00 | 17.12.2015
ნანახია: 2920

ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, პუტინს მისი "დავიწყება არ შეუძლია". აღნიშნული განცხადება სააკაშვილმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გააკეთა. 

„უკრაინაში მიმდინარე მოვლენების პარალელურად პუტინმა როგორც ყოველთვის მახსენა. არ შეუძლია ვლადიმერ ვლადიმეროვიჩს ჩემი დავიწყება, მას ძალიან არ მოსწონს ჩემი საქმიანობა უკრაინაში და მე მისი მესმის. თუ ჩვენ კორუფციას უკრაინაში ხერხემალში გადავტეხავთ და სერიოზულ რეფორმებს გავატარებთ, მთელი მისი სიცრუის იმპერია დაიშლება ბანქოს სახლივით. პუტინმა კიდევ ერთხელ იცრუა, როდესაც განაცხადა, რომ ამერიკელებმა ვიზა არ მომცეს, მაშინ როდესაც მე სამწლიანი სამუშაო ვიზა მაქვს. მხოლოდ ჩემთან მიმართებაში იმდენი ტყუილი აქვს ნათქვამი, რომ მალე ცხვირზე პლასტიკური ოპერაციის გაკეთება დასჭირდება რომ არ გაეზარდოს,“-წერს მიხეილ სააკაშვილი. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე