საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით თბილისში Hilton-ი აშენდება
საქართველო, თბილისი - 15:00 | 11.06.2019 ნანახია: 1594
საქართველოს ბანკი აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას და ქვეყნისთვის პრიორიტეტული მიმართულებებით მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებას. ბანკი თბილისში 201 ნომრიანი, ცნობილი ბრენდის სასტუმროს Hilton-ის მშენებლობას დააფინანსებს. 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო კოსტავას ქუჩაზე, სოფლის მეურნეობის ყოფილ სამინისტროს შენობაში შენდება. პროექტის მთავარი იდეა ორი ეპოქის გაერთიანება, ძველი და თანამედროვე არქიტექტურის მქონე შენობების ჰარმონიული სინთეზია. პროექტის მიხედვით მოხდება არსებული შენობის რესტავრაცია და თანამედროვე არქიტექტურით შექმნილი შენობის მიერთება. სასტუმროში განთავსდება რესტორანი. ბოლო სართულზე კი SkyBar-ი ლამაზი ხედებითა და სპა საცურაო აუზით. ასევე, საკონფერენციო ზონები, კაზინო, რომელსაც ოპერირებას გაუწევს მსოფლიო მასშტაბით ცნობილი ბრენდი. ინტერიერის დიზაინი, რომელსაც იტალიელი არქიტექტორი და დიზაინერი Piero Lissoni ქმნის, გამოირჩევა დახვეწილი სტილითა და ესთეტიურობით. მის დიზაინში გამოყენებულია ძველი თბილისის არქიტექტურის თემატიკა, რაც არსებულ პროექტს მეტ უნიკალურობას სძენს.
პროექტს საინვესტიციო კომპანია Granat-ი ახორციელებს. სასტუმროს მშენებლობისთვის 67 მილიონი აშშ. დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. პროექტის დასრულება 2020 წლის ბოლოს იგეგმება.
„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკურად გამართული პროექტების დაფინანსება და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, განსაკუთრებით ტურიზმის მიმართულებით. ტურიზმის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი დარგია და მოხარული ვართ, რომ სწორედ ჩვენი ფინანსური მხარდაჭერით თბილისს კიდევ ერთი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო შეემატება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილი შენობა წლების განმავლობაში უფუნქციოდ იყო დატოვებული, კომპანია „გრანატის“ მიერ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების შემდეგ კი ძველი შენობა რესტავრაციის შედეგად ახალ სახეს შეიძენს. მნიშვნელოვანია, რომ სასტუმროს მშენებლობის პროცესში 500 ადამიანი დასაქმდა. მისი გახსნის შემდეგ კი, 300-ზე მეტი მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება. რაც შეეხება პროექტში საქართველოს ბანკის მონაწილეობას, ბანკის მხრიდან პროექტის განსახორციელებლად - 32 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსება გამოიყო“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი ფაილოძემ.
ინფორმაციისთვის, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მოსაპირკეთებლად გამოყენებული იქნება კომპანია Lafarge-ს მიერ შექმნილი ინოვაციური საფასადე მასალა Ductal, რომლითაც შექმნილია Louis Vuitton-ის ფონდის შენობა ქ. პარიზში. პროექტის გენერალური კონტრაქტორი სამშენებლო კომპანია BBC-ია. პროექტს სამშენებლო მენეჯმენტს ბრიტანული კომპანია BHP უწევს. რაც შეეხება პროექტის დიზაინერს, პიერო ლისონის, მისი არქიტექტურული და საპროექტო ნამუშევრები მსოფლიოს მასშტაბით აღიარებულია, მათ შორის სასტუმროები: Ritz Carlton Residences & Villas Maiami Beach; Conservatorium Hotel Amsterdam, Roomers Hotel Baden-Baden, Mamilla Hotel Jerusalem, Saint Vincent Resort Grand Hotel Billia, Shilla Stay Hotel, South Korea და სხვა. ლისონის მიღებული აქვს მრავალი საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის ჯილდო საუკეთესო დიზაინისთვის, Red Dot Award, Compasso D'Oro ADI, Elle Decor International და სხვა.
პოლიტიკა
- დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანი მოცემულობაა, რომელიც ქვეყანაში უნდა დადგეს, მაგრამ დიალოგს ანგრევენ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ - ტატა ხვედელიანი
- კონტინენტზე დემოკრატიის უსაფრთხოების ბადე უნდა გავშალოთ, გაფართოება გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ გაფართოება, ყველა ხედავს, რა ხდება საქართველოში, როცა რუსეთი იმარჯვებს - მარტა კოსი
- სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე თინა ხიდაშელი და გიორგი კანდელაკი იმყოფებიან
- „ოცნებამ“ ბრძოლა ვერ გააჩერა, დღეს ის უფრო სუსტია, ალიანსის შექმნა ბრძოლის ახალი ეტაპია და გამარჯვება რეალისტურად გამოიყურება - ელენე ხოშტარია
სამართალი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
- თბილისში, პირმა საცხოვრებელ სახლში უმისამართოდ რამდენჯერმე გაისროლა, რა დროსაც დედამისი დაიჭრა - ბრალდებული დაკავებულია
მსოფლიო
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
- საქართველო და ქართველებო, თქვენ ჩვენთვის, ევროკავშირისთვის, დაკარგულები არ ხართ - რასა იუკნევიჩიენე
- ორბანის საარჩევნო კამპანია უკრაინელების, პირადად ჩემი, ევროკავშირისა და ურსულა ფონ დერ ლაიენის მიმართ სიძულვილზეა აგებული - ვოლოდიმირ ზელენსკი
- დუბაის აეროპორტთან დრონების ჩამოვარდნის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა - BBC
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანა აღარ აიკრძალება. გაიზრდება განბაჟების ტარიფი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Award-ის ჯილდო ზედიზედ მეორედ მოიპოვა
- „თეგეტა მოტორსში“ Michelin-ის საბურავების შეძენისას მომხმარებლები საბურავების სასტუმროს უფასო მომსახურებით ისარგებლებენ
- „მაზდა ცენტრი თეგეტამ“ საუკეთესო დისტრიბუტორის ჯილდო მეოთხედ მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















