თურქეთში ავტოავარიას 13 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 12:37 | 25.09.2015
ნანახია: 2140

ორი ავტომობილის შეჯახების შედეგად თურქეთში 13 ადამიანი დაიღუპა. ავტოსაგზაო შემთხვევა ქვეყნის სამხრეთით, ნიგდეს რაიონში მოხდა. ერთ-ერთმა მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და შემხვედრ ავტომობილს დაეჯახა. 11 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ორი კი საავადმყოფოში გარდაიცვალა. 14 მგზავრიდან, რომლებიც ორივე მანქანაში იმყოფებოდნენ, ცოცხალი მხოლოდ ერთი გადარჩა. ის საშუალო სიმძიმის დაზიანებებით კლინიკაში მოათავსეს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე