ჩინეთში ქიმიურ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 47-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 11:47 | 22.03.2019
ნანახია: 862

ჩინეთში ქიმიურ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 47-მდე გაიზარდა. იუწყება ადგილობრივი მედია.

32 დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია, კიდევ 58-ის კი მძიმე. 16 ადგილობრივ საავადმყოფოში სულ 640 ადამიანი გადაიყვანეს.

აფეთქების ზონიდან ოთხი ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მათგან სამი ათასი ქარხნის თანამშრომელია, დანარჩენი კი ადგილობრივი მცხოვრები. სასწავლო დაწესებულებებში მეცადინეობები შეწყვეტილია. არსებული ინფორმაციით, აფეთქების ზონაში სასმელი წყალი დაბინძურებული არ არის.

ჩინეთის აღმოსავლეთით, „ცძიანსუ ტიანცზიაის“ ქიმიურ ქარხანაში აფეთქება გუშინ მოხდა.

ის იმდენად ძლიერი იყო, რომ სეისმურმა სააგენტომ 2,2 მაგნიტუდის მიწისძვრა დააფიქსირა.

ამ მომენტისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა სამაშველო ოპერაცია გრძელდება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე