ყაზახეთის დედაქალაქს ნურსულთანი ეწოდა

საქართველო, თბილისი - 14:29 | 20.03.2019
ნანახია: 799

ყაზახეთის დედაქალაქს ნურსულთანი ეწოდა. ყაზახეთის პარლამენტის დეპუტატებმა, მეორე მოსმენით კონსტიტუციაში შეიტანეს ცვლილება პირველი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის პატივსაცემად, დედაქალაქისთვის სახელწოდების შეცვლის შესახებ. 

"მიღებულია ისტორიული გადაწყვეტილება", - განაცხადა ყაზახთის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერმა ნურლან ნიგმატულინმა. 

მანამდე ყაზახეთის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა ტოკაევმა წინადადება დააყენა დედაქალაქისთვის სახელის გადარქმევაზე.

ნურსულთან ნაზარბაევმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გუშინ გააკეთა. ნაზარბაევის თქმით, ის დაიღალა.

არჩევნებამდე ყაზახეთის პრეზიდენტის მოვალეობას პარლამენტის სენატის სპიკერი ქასიმ ჟომარტ ტოკაევი შეასრულებს. 

ნაზარბაევი ყაზახეთს 1990 წლიდან მართავდა. 2015 წელს ის პრეზიდენტად მეხუთე ვადით აირჩიეს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე