ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი თანამდებობას ტოვებს

საქართველო, თბილისი - 17:15 | 19.03.2019
ნანახია: 834

ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი თანამდებობას ტოვებს. გადადგომის შესახებ მან განცხადება გააკეთა. ნაზარბაევის თქმით, ის დაიღალა.

არჩევნებამდე ყაზახეთის პრეზიდენტის მოვალეობას პარლამენტის სენატის სპიკერი ქასიმ ჟომართ ტოკაევი შეასრულებს.

ნაზარბაევი ყაზახეთს 1990 წლიდან მართავს. 2015 წელს ის პრეზიდენტად მეხუთე ვადით აირჩიეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე