საქართველოს ბანკის მხარდაჭერით უძრავი ქონების ახალი ციფრული პლატფორმა შეიქმნება
საქართველო, თბილისი - 13:09 | 31.01.2019 ნანახია: 2333
საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის, ფინანსური მხარდაჭერით უძრავი ქონების ახალი ონლაინპლატფორმა Area.ge შეიქმნება. პლატფორმის შესახებ პრეზენტაცია დარგის სპეციალისტებთან და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად გაიმართა. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პირველი თანამედროვე პლატფორმა საქართველოში Area.ge, რომელიც უძრავი ქონების ძებნის, გაყიდვისა და გაქირავების პროცესს მნიშვნელოვნად გაამარტივებს და საძიებო სისტემის განვითარებას შეუწყობს ხელს.
Area.ge-ის უპირატესობას წარმოადგენს დაზუსტებული, ხარისხიანი და სანდო ინფორმაცია, რაც ხელოვნური ინტელექტის სისტემებითა და განცხადებების პროაქტიული მოდერაციით გახდა შესაძლებელი. პლატფორმის მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს სრულყოფილი და მუდმივადგანახლებადი ინფორმაცია საქართველოს ბაზარზე არსებული ყველა გასაყიდი თუ გასაქირავებელი უძრავი ქონების შესახებ.
Area.ge დეველოპერებს აძლევს შესაძლებლობას, უფრო ახლოს იყვნენ საკუთარ მომხმარებლებთან, შესთავაზონ მათ საინტერესო წინადადებები და განავითარონ საკუთარი ბიზნესი. პლატფორმის საშუალებით აგენტები შეძლებენ მუდმივად იყვნენ ინფორმირებულნი უძრავი ქონების ბაზარზე არსებული ვითარებისა და ფასების შესახებ. Area.ge-ზე განთავსდება ისეთი ინფორმაცია, უძრავი ქონების შესახებ, რომელიც აქამდე ონლაინრესურსებზე არ იყო ხელმისაწვდომი.
„Area.ge ბაზარს სთავაზობს სრულიად ახალ სტანდარტს ვებგვერდის დიზაინის, ძებნის ნავიგაციისა და განცხადებების ნამდვილობის გადამოწმების კუთხით. პლატფორმაზე დაინერგა მოხმარებლის ქცევის შემსწავლელი სისტემები, რომლებიც მათ აძლევს შესაძლებლობას, განმეორებით ვიზიტებზე იხილონ მათთვის საინტერესო განცხადებები. მინდა მადლობა გადავუხადო „საქართველოს ბანკს“, რომელმაც დიდი ნდობა გამოგვიცხადა ამ პროექტის განხორციელებისთვის“, − განაცხადა ლევან კობახიძემ, Area.ge-ის გენერალურმა მენეჯერმა.
„საქართველოს ბანკი“ მუდმივად ზრუნავს, რათა საკუთარ მომხმარებელს მათს საჭიროებაზე მორგებული პროდუქტები და სერვისები შესთავაზოს. Area.ge კი არის ზუსტად ის ონლაინსივრცე, რომელიც უძრავი ქონების სფეროთი დაინტერესებული ნებისმიერი მხარის, იქნება ეს დეველოპერი, აგენტი თუ ფიზიკური პირი, ინტერესს დააკმაყოფილებს. „საქართველოს ბანკი“ კვლავაც განაგრძობს ციფრული პლატფორმების განვითარების ფინანსურ მხარდაჭერას და მომხმარებლებისათვის კიდევ უფრო საინტერესო და უახლეს ტექნოლოგიებზე დაფუძნებული შესაძლებლობების შექმნას“, − განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, დავით წიკლაურმა.
პოლიტიკა
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
- „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „მოქმედების სტრატეგიულ მიმართულებებს“ აყალიბებს
- ნანუკა ჟორჟოლიანმა წლების თავზე აღმოაჩინა, რომ ქართულ სუფრასთან პირველ სადღეგრძელოს უფლის სადიდებელს ამბობენ, ამან გვაჩვენა რამხელა უფსკრულია აგენტურულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ქართველ ხალხს შორის - შალვა პაპუაშვილი
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
მსოფლიო
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
- უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ევროპისა და აშშ-ის პოზიციები დაახლოვდა - ემანუელ მაკრონი
- ვოლოდიმირ ზელენსკი საკმაოდ კარგად უმკლავდება, ყოველ შემთხვევაში, პოზიციებს ინარჩუნებს, უნდა ვაღიაროთ, რომ ის მამაცია - დონალდ ტრამპი
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















