არქეოლოგებმა მონა ლიზას ნეშტი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 11:20 | 25.09.2015
ნანახია: 2187

იტალიელი არქეოლოგების მტკიცებით ლიზა დელ ჯოკონდოს ნეშტი იპოვეს. გათხრები იმ მონასტერში მიმდინარეობდა, სადაც მან თავისი სიცოცხლის უკანასკნელი დღეები გაატარა. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.

ამჟამად მეცნიერები აღმოჩენილი ნეშტის ნაწილებს მონა ლიზას შვილების ნეშტთან ადარებენ.

ისტორიკოსი სილვიო ვინჩეტი დარწმუნებულია, რომ ნამდვილად ლეონარდო და ვინჩის „მონა ლიზას“ პროტოტიპი იპოვეს და იმედოვნებს, რომ დნმ-ის ანალიზით დადასტურებდა ნეშტის კუთვნილება ლიზა ჯერარდინისთან.

თუმცა სხვე მეცნიერები პროექტის წარმატებაზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ შანსები იმისა, რომ აღმოჩენილი ნეშტი ნამდვილად ჯოკონდას ეკუთვნის, ძალიან დაბალია.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე