ნინო სურგულაძე იტალიის ვარსკვლავის ორდენის კავალერი გახდა

საქართველო, თბილისი - 11:49 | 08.12.2015
ნანახია: 3392

საქართველოში იტალიის ელჩი მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძეს დღეს იტალიის ვარსკვლავის ორდენს გადასცემს. ორგანიზატორების ინფორმაციით, იტალიის ელჩი ნინო სურგულაძეს იტალიის ვარსკვლავის ორდენს რეზიდენციაში გადასცემს. ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, საზოგადოების და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

იტალიის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მსოფლიოში ცნობილი ქართველი მეცო-სოპრანო ნინოს სურგულაძე იტალიის ვარსკვლავის ორდენის კავალერი გახდა.

ორდენი იტალიასა და სხვა სახელმწიფოს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობისთვის გაწეული ღვაწლისთვის გაიცემა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე