საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Social Impact Award-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
საქართველო, თბილისი - 09:35 | 05.10.2018 ნანახია: 1759საქართველოს ბანკის, მთელი საქართველოს ბანკის მხადაჭერით საერთაშორისო პროგრამა Social Impact Award-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ფინალურ ეტაპზე გადასულ ექვს გუნდს შორის ჟიურიმ ორი გამარჯვებული დაასახელა, ხოლო ერთი საზოგადოების რჩეული გახდა. სამივე გამარჯვებული გუნდი ფულადი ჯილდოს სახით, 2000 ევროს მიიღებს საქართველოს ბანკისგან და მონაწილეობას მიიღებს Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტში, რომლის ჩატარების ლიცენზიაც წელს Impact Hub Tbilisi-მა მოიპოვა. საერთაშორისო სამიტის ფარგლებში, 2018 წლის 6-10 ნოემბერს თბილისს 25 ქვეყნიდან 200-მდე სტუმარი ეწვევა, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნის გამარჯვებული გუნდები, საერთაშორისო მენტორები და სპიკერები, ასევე პროგრამის საერთაშორისო პარტნიორები.
2018 წლის Social Impact Award-ის გამარჯვებულები გახდნენ:
- Airadi - ჭკვიანი მაჯის საათი, რომელიც ეკრანზე გვაწვდის დეტალურ ინფორმაციას ჰაერის დაბინძურების, ტენიანობისა და ტემპერატურის შესახებ.
- „ჩუ“ - სამაგიდო თამაში, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, ვისწავლოთ ჟესტების ენა თამაშით.
- Gamo - დამგზავრების აპლიკაცია მძღოლებისა და მგზავრებისთვის, რომელიც ცალცალკე მანქანებით სიარულის დამკვიდრებული ქცევის, რაციონალური და მოსახერხებელი ალტერნატივა იქნება.
„Impact Hub Tbilisi“ უკვე მეორე წელია ახორციელებს საერთაშორისო ახალგაზრდულ პროგრამას Social Impact Award, რომელშიც 25 ქვეყანაა ჩართული და ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამაა სოციალური მეწარმეობის მიმართულებით. წელს პროგრამის ფარგლებში ვორქშოფები ჩატარდა თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და თელავში, რომელსაც 200-მდე სტუდენტი დაესწრო. კონკურსზე შემოვიდა 40-მდე აპლიკაცია, ჟიურიმ კი მონაწილეებს შორის, 6 საუკეთესო პროექტი შეარჩია. შერჩეულმა გუნდებმა ივნისსა და ივლისში აქტიურად იმუშავეს თავიანთ იდეებზე Impact Hub Tbilisi-ის საერთო სამუშაო სივრცეში და მენტორების დახმარებით, რეალისტური ბიზნესგეგმები შეიმუშავეს. დღეს უკვე გვყავს სამი გამარჯვებული გუნდი და ვფიქრობთ, პროგრამამ მიაღწია დასახულ მიზანს, რადგან სამივე ძალიან აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს. ჩვენ ვაგრძელებთ მონაწილეებთან თანამშრომლობას და აუცილებლად ჩავრთავთ მათ სხვადასხვა საინტერესო ინიციატივაში.“ - განაცხადა Impact Hub Tbilisi-ს თანადამფუძნებელმა ქეთევან ებანოიძემ.
“საქართველოს ბანკისთვის სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობა და განვითარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ჩვენ ყოველ წლიურად ვაცხადებთ საგრანტო კონკურს და ვაფინანსებთ სოციალურ საწარმოებს, რაც ხელს უწყობს განხორციელდეს კიდევ უფრო მეტი პროექტი ამ მიმართულებით. სწორედ ამიტომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ Social Impact Award-ს, რომელიც ძალიან კარგი შესაძლებლობაა სტუდენტებისთვის განახორციელონ საინტერესო პროექტები. მინდა მივულოცო ყველა გამარჯვებულს და ვუსურვო წარმატება!”,-განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.
პროგრამა Social Impact Award-ის პარტნიორები არიან: ამერიკის საელჩო საქართველოში, საქართველოს ბანკი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, UNDP საქართველო, ფოთის ტერმინალი, აჭარა ჯგუფი.
პოლიტიკა
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
- „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „მოქმედების სტრატეგიულ მიმართულებებს“ აყალიბებს
- ნანუკა ჟორჟოლიანმა წლების თავზე აღმოაჩინა, რომ ქართულ სუფრასთან პირველ სადღეგრძელოს უფლის სადიდებელს ამბობენ, ამან გვაჩვენა რამხელა უფსკრულია აგენტურულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ქართველ ხალხს შორის - შალვა პაპუაშვილი
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
მსოფლიო
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
- უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ევროპისა და აშშ-ის პოზიციები დაახლოვდა - ემანუელ მაკრონი
- ვოლოდიმირ ზელენსკი საკმაოდ კარგად უმკლავდება, ყოველ შემთხვევაში, პოზიციებს ინარჩუნებს, უნდა ვაღიაროთ, რომ ის მამაცია - დონალდ ტრამპი
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















