ბორის ჯონსონი ცოლს ეყრება

საქართველო, თბილისი - 14:17 | 07.09.2018
ნანახია: 1165

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, პარლამენტის დეპუტატმა ბორის ჯონსონმა და მისმა მეუღლემ მარინა უილერმა განქორწინების შესახებ ოფიციალურად განაცხადეს.  
„რამდენიმე თვის წინ, 25-წლიანი ქორწინების შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ განქორწინება ჩვენს ინტერესებშია. შედეგად გაყრა გადავწყვიეტთ და ახლა განქორწინების პროცესში ვართ. ჩვენ მომავალში მეგობრებად დავრჩებით და მომდევნო წლებში ჩვენს ოთხივე შვილს მხარში ამოვუდგებით. სხვა დამატებით კომენტარებს არ გავაკეთებთ“, - ნათქვამია წყვილის ერთობლივ განცხადებაში.

უილერი ჯონსონის მეორე ცოლია. მათ ოთხი შვილი - ორი ვაჟი და ორი ქალიშვილი ჰყავთ. ჯონსონს ასევე ჰყავს ქორწინების გარეშე შეძენილი ერთი ქალიშვილი.

ბრიტანული მედიის ცნობით, განქორწინების ინიციატორი მარინა უილერი იყო, რადგან მან ქმრის კიდევ ერთი ღალატი ვერ აიტანა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე