ლონდონი სკრიპალების მოწამვლაში პუტინს ადანაშაულებს
საქართველო, თბილისი - 16:30 | 06.09.2018 ნანახია: 1167
დიდი ბრიტანეთის უშიშროების მინისტრმა ბენ უოლესმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლაში პასუხიმგებლობა ეკისრება. მისი თქმით, სპეცსამსახურებს მითითებებს სწორედ რუსეთის ლიდერი აძლევს.
„სწორედ მისი მთავრობა აკონტროლებს, აფინანსებს და გზავნის სამხედრო დაზვერვას“, - განუცხადა უოლესმა BBC-ს რადიოსადგურს.
„საბოლოო ჯამში პასუხიმგებლობა ეკისრება მას (პუტინს), ის ხომ თავისი ქვეყნის პრეზიდენტია, მისი მთავრობა აფინანსებს და მართავს სახელმწიფო დაზვერვის სამმართველოს თავდაცვის სამინისტროს მეშვეობით. არ მგონია, რომ ვინმეს ეთქვას, რომ ის არ აკონტროლებს იმას, რაც მის ქვეყანაში ხდება“, - განაცხადა მინისტრმა.
სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში 5 მარტს მოწამლეს. ბრიტანეთის ხელისუფლების განცხადებით, დაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკი ნერვულ-პარალიტური ნივთიერება „ნოვიჩოკით“ მოწამლეს, რომელიც საბჭოთა კავშირში შეიქმნა.
კრემლი ლონდონის მტკიცებას სკრიპალების მოწამვლის საქმეში რუსეთის ხელმძღვანელობის უმაღლესი წარმომადგენლის მონაწილეობის შესახებ დაუშვებელს უწოდებს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სამსახურის უფროსმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ რუსეთის არც უმაღლეს ხელმძვანელობას, არც სხვა თანამდებობის პირებს და არც ოფიციალურ წარმომადგნლებს საერთო არაფერი აქვთ სოლსბერიში მომხდარ მოვლენებთან. რაიმე სახის ვარაუდი ან ბრალდება ამასთან დაკავშირებით დაუშვებელია“, - განაცხადა პესკოვმა.
პოლიტიკა
- უცხოური აგენტურის რიტორიკა რუსეთის მიმართ არ ყოფილა ასეთი მკაცრი და უარყოფითი არც 2008 წლის ომამდე და არც შემდეგ, ჩნდება ლოგიკური კითხვა - რატომ იქცნენ ისინი რუსოფობებად ახლა და არა მაშინ - ირაკლი კობახიძე
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
სამართალი
- დაკავებულია პირი, რომელმაც თბილისში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეაღწია და ძვირადღირებული ტექნიკა მოიპარა
- სუს-მა დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავა
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
მსოფლიო
- ლენინგრადისა და მოსკოვის ოლქებში Wildberries-ის საწყობები იწვის
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















