„გალტ ენდ თაგარტმა“ საპენსიო კალკულატორი შექმნა
საქართველო, თბილისი - 12:18 | 01.08.2018 ნანახია: 1717
„გალტ ენდ თაგარტმა“ საპენსიო კალკულატორი შექმნა. მთავრობის ახალი, საპენსიო დაგროვებითი სქემის მიხედვით „გალტ ენდ თაგარტის“ მიერ შემუშავებული კალკულატორი დაინტერესებულ პირებს მისცემს შესაძლებლობას, განსაზღვრონ სავარაუდო პენსია. კონკრეტულად, ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა კალკულატორის გამოყენებით გამოთვალოს რა თანხა დაუგროვდება მას კონკრეტულ, დაგროვებით პერიოდში. ამისათვის, მსურველი უნდა შევიდეს „გალტ ენდ თაგარტის“ ვებგვერდზე და სპეციალური კალკულატორის საშუალებით, დაგროვებითი პენსიის მონაწილის ასაკის, მისი ყოველთვიური დარიცხული ხელფასის ოდენობისა და პენსიის განკარგვის პერიოდის (წლები) მითითებით შეუძლია ნახოს თუ რა სავარაუდო თანხა დაუგროვდება მას საპენსიო ანგარიშზე კონკრეტულ დროში.
„გალტ ენდ თაგარტის“ ვებგვერდზე დაინტერესებულ პირებს ასევე აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ ინფორმაცია თუ როგორ ხდება დაგროვებითი პენსიის გამოანგარიშება წლიური დარიცხული ხელფასის (24 000 ლარამდე წლიური შემოსავლის, 24 000 ლარიდან-60 000 ლარამდე წლიური შემოსავლის, ან იმ შემთხვევაში თუკი დაგროვებითი პენსიის მონაწილის წლიური შემოსავალი 60 000 ლარს აღემატება) მიხედვით.
„გალტ ენდ თაგარტის“ გუნდის მიერ კალკულატორის შექმნის მიზანი იყო, სქემის მონაწილეებს მისცემოდათ შესაძლებლობა, დაეთვალათ მათი საორიენტაციო პენსიის ოდენობა. აღნიშნული კალკულატორი ითვალისწინებს დაგროვებითი საპენსიო კანონის თითქმის ყველა ნიუანსს. ამასთან, დამატებითი დაშვებები შემუშავებული იქნა ჩვენი ექსპერტების მიერ, მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით. უნდა აღინიშნოს, რომ „გალტ ენდ თაგარტი“ არის ერთადერთი საინვესტიციო ბანკი ქვეყანაში, რომელსაც უკვე აქვს კერძო საპენსიო ფონდის მართვის მრავალწლიანი გამოცდილება. იმედი გვაქვს, ეს რეფორმა ქვეყანაში წარმატებით დაინერგება 2019 წლიდან და „გალტ ენდ თაგარტს“ მიეცემა შესაძლებლობა ჩაერთოს საპენსიო აქტივების გარკვეული ნაწილის მართვის პროცესში“,- განაცხადა ოთარ შარიქაძემ, „გალტ ენდ თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს:www.gt.ge
პოლიტიკა
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
- „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „მოქმედების სტრატეგიულ მიმართულებებს“ აყალიბებს
- ნანუკა ჟორჟოლიანმა წლების თავზე აღმოაჩინა, რომ ქართულ სუფრასთან პირველ სადღეგრძელოს უფლის სადიდებელს ამბობენ, ამან გვაჩვენა რამხელა უფსკრულია აგენტურულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ქართველ ხალხს შორის - შალვა პაპუაშვილი
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
მსოფლიო
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
- უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ევროპისა და აშშ-ის პოზიციები დაახლოვდა - ემანუელ მაკრონი
- ვოლოდიმირ ზელენსკი საკმაოდ კარგად უმკლავდება, ყოველ შემთხვევაში, პოზიციებს ინარჩუნებს, უნდა ვაღიაროთ, რომ ის მამაცია - დონალდ ტრამპი
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















