ჰასან ჰელიმიშის ნამუშევრები თურქეთში გამოიფინა
საქართველო, თბილისი - 13:10 | 03.12.2015 ნანახია: 2620
ლაზი მხატვრის ჰასან ჰელიმიშის ნამუშევრები საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველად გამოიფინა. თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში გამოფენა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ ტრაპიზონის მერთან და გუბერნატორთან ერთად გახსნა. ღონისძიებას აჭარის განათლების და კულტურის მინისტრი გია თავამაიშვილი და მოადგილე ნათია სირაბიძე, ასევე დელეგაციის სხვა წევრებიცესწრებოდნენ.
თურქეთის საკონსულოსა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი პროექტის ფარგლებში გამოფენაზე ხასან ჰელიმიშის 30 რესტავრირებული ნამუშევარი იყოწარმოდგენილი. გამოფენას მხატვრის ქალიშვილი ნარიმა ჰელიმიშიც ესწრებოდა.
არჩილ ხაბაძემ მადლობა გადაუხადა გამოფენის ორგანიზატორებს და და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ხელოვნებისა და კულტურის სიყვარულით საქართველო გამორჩეულია. ამ ძლიერი სიყვარულით აიხსნება ჩვენს ქვეყანაში თვითნასწავლი მხატვრების სიმრავლე. მათ შორის მხოლოდ ფიროსმანის ხსენებაც საკმარისია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პრიმიტივისტიმხატვარი იყო. სწორედ ფიროსმანს შეადარა ლაზი მხატვრის - ხასან ჰელიმიშის შემოქმედება არჩილ ხაბაძემ.
„შემიძლია სიამაყით ვთქვა, რომ აჭარას თავისი ფიროსმანი ჰყავს. ვისაც ხელოვნება უყვარს და სულ მცირედით ერკვევა ფერწერული ნამუშევრების მნიშვნელობაში, ის პირველივე ნახვისას მიხვდება, თუ რანიჭიერ შემოქმედთან გვაქვს საქმე. სამწუხაროდ დიდი ხანი არ არის, რაც მისი შემოქმედება ყურადღების ცენტრში მოექცა. თუმცა ხელოვნებათმცოდნეები ძალიან მაღალ შეფასებას აძლევენ ჰელიმიშისმხატვრობას. ეს იყო ადამიანი, რომელიც ლაზური ხალხური პოეზიისა და პროზის ტრადიციებზე აღიზარდა. ამიტომაც მხატვრის შემოქმედებაში ჭარბობს ლაზეთის, ისტორიული აჭარის სამეურნეო-ყოფითი თავისებურებები. სწორედ ამიტომაცაა მისი ხელოვნება ჭეშმარიტად ხალხური და ყველასათვის ახლობელი. ჰელიმიშის ნამუშევრების მუდმივმოქმედი ექსპოზიციის შექმნა გახლავთ იმისწინაპირობა, რომ ეს ნიჭიერი მხატვარი მოექცეს როგორც ადგილობრივების, ისე უცხოელი ტურისტების ყურადღების ცენტრში. მსგავსი ექსპოზიციები საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყნების სამუზეუმოდარბაზებში ხელს შეუწყობს ნიჭიერი თვითნასწავლი მხატვრის პოპულარიზაციას. ვფიქრობ, ჰელიმიშის ფერწერული ტილოები ნებისმიერ საგამოფენო სივრცეს დაამშვენებდა," - აღნიშნა არჩილ ხაბაძემ.
ჰასან ჰელიმიში ლაზური ხალხური პოეზიისა და პროზის ტრადიციებზე აღიზარდა. ბავშვობიდან წერდა ლექსებს, კარგად ფლობდა მუსიკალურ და ქორეგორაფიულ ხელოვნებასაც. სწორედ ამიტომგახდა მისი ხელოვნება ხალხური. ხასან ჰელიმიშის ნამუშევრების გამოფენის ექსპონირება საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყნების სამუზეუმო დარბაზებში ხელს შეუწყობს ნიჭიერი თვითნასწავლიმხატვრის ხელოვნების წარმოჩენას
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















