საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით „მეღვინეობა ვაზიანმა“ სოფელ ენისელსა და გრემში ვენახები შეიძინა
საქართველო, თბილისი - 15:15 | 22.06.2018 ნანახია: 1673საქართველოს ბანკის, საქართველოს წამყვანი ბანკის ფინანსური მხარდაჭერით „მეღვინეობა ვაზიანი“ მსხვილ საინვესტიციო აგრო პროექტს განახორციელებს. კომპანიამ საქართველოს ბანკის მეშვეობით კახეთში ქინძმარაულის ზონაში სოფელ გრემსა და ენისელში 120 ჰექტრამდე ვენახი და სავენახე მიწები შეიძინა. ვენახებში ძირითადად გაშენებულია საფერავისა და რქაწითელის ჯიშის ყურძნები, ასევე ისეთი იშვიათი ყურძნის ჯიშები, როგორიცაა ქისი, ხიხვი, კრახუნა, ციცქა, უსახელოური, შარდონე და კახური მწვანე.
საქართველოს ბანკისა და „მეღვინეობა ვაზიანის” პარტნიორობამ კომპანიას მისცა საშუალება თავი დაეცვა ფინანსური რისკებისგან. საქართველოს ბანკიდან მიღებული ფინანსური მხარდაჭერით კომპანია საკუთარი ვენახებიდან 800 ტონაზე მეტი ყურძნის მიღებას გეგმავს. ამჟამად კი მიმდინარეობს სარწყავი სისტემების პროექტის დამუშავება. 2019 წლიდან დაგეგმილია 41 ჰექტარამდე საფერავის ჯიშის ყურძნის გაშენება სოფელ ენისელში.
„საკუთარ ვენახში მოწეული მოსავალი კომპანიას იცავს ფინანსური რისკებისაგან, რაც ყურძნის ფასის ცვალებადობას ახლავს თან და ამავდროულად, მაღალი ხარისხის ღვინის წარმოების შესაძლებლობას იძლევა, რადგან მოვლის სრული ციკლის საფუძვლიანი ზედამხედველობა მოხდება.
ამ პროექტის შემდგომ კომპანია პრაქტიკულად აღარ იქნება დამოკიდებული საბაზრო ფასის ცვლილებებზე რთველის დროს, რაც ხშირ შემთხვევაში არაჯანსაღად აისახებოდა ღვინის სექტორში მოღვაწე კომპანიების კომერციულ საქმიანობაზე“,- განაცხადა „ვაზიანი კომპანის“ დირექტორმა, ნათია მეტრეველმა.
„მოხარულები ვართ, მხარი დავუჭიროთ „მეღვინეობა ვაზიანის“ ღვინის ბიზნესის კიდევ უფრო მეტად განვითარებას. ამ კონკრეტულ პროექტში ბანკის მხრიდან გაცემული დაფინანსების მოცულობა შეადგენდა 1.85 მლნ. აშშ დოლარს, რითიც მოხდება ვენახების შეძენა სოფელ ენისელსა და გრემში და იქ ვენახების გაშენება. ვფიქრობთ, აღნიშნული შენაძენი კომპანიის სამომავლო განვითარებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან ალკოჰოლური სასმელების კომპანიებისთვის საკუთარი ვენახების ქონა ძალიან დიდი კონკურენტული უპირატესობის ტოლფასია. ეს უზრუნველყოფს სტაბილური ხარისხის და სტაბილური თვითღირებულების საბოლოო პროდუქტს (ღვინომასალას). „მეღვინეობა ვაზიანისათვის“ ფინანსური მხარდაჭერით გვინდოდა კიდევ უფრო მეტად შეგვეწყო ხელი კომპანიის სამომავლო განვითარებისთვის“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვასილ ხოდელმა.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
საზოგადოება
- 17 მაისს შიო მესამე სამებაში პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს
- PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
- ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
- თანამდებობის პირთა მოადგილეები სახელფასო დანამატებსა და ფულად ჯილდოებს მიიღებენ
მსოფლიო
- სი ძინპინი შემოდგომაზე ვიზიტით აშშ-ში ჩავა
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- RECSOL – „თეგეტას“ პროექტი, რომელიც საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემას ცვლის
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















