უმრავლესობაში დაპირისპირება სახეზეა - ზაქარია ქუცნაშვილი

საქართველო, თბილისი - 14:26 | 12.04.2018
ნანახია: 1805

უმრავლესობაში დაპირისპირების ნიშნები სახეზეა და ამ ნიშნებს მკურნალობა სჭირდება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მან იმ მიზეზების შესახებ ისაუბრა, რის გამოც ის თავს იკავებს აღნიშნულ საკითხზე კომენტარის გაკეთებისგან.

"თუ დააკვირდებით, მე ვერიდები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას და არის მიზეზები, რის გამოც ვერიდები. თითოეული ამ შემთხვევის განხილვა და შეფასება რომ დავიწყო, უნებლიეთ ჩამრთავთ ამ დაპირისპირების ელემენტებში", - განაცხადა ქუცნაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე