ამაში ჩაერია საპატრიარქოც - მამუკა მდინარაძე ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებაზე

საქართველო, თბილისი - 12:35 | 05.03.2018
ნანახია: 1314

პარლამენტის ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ყველა საერთაშორისო ბერკეტი გამოყენებულია, ხელისუფლების გარდა, საქმეში საპატრიარქოს ჩაერთო, რაც მისი აზრით, დააჩქარებს გადმოსვენების პროცესს.

,,ყველა საერთაშორისო ბერკეტი იქნა გამოყენებული რომ ეს საკითხი მოგვარებულიყო. უახლოეს პერიოდში ველოდებით ტატუნაშვილი გადმოსვენებას, ამაში ჩარეული იყო ყველა სახელმწიფო ორგანო, ამაში ჩაერია საპატრიარქოც, ამიტომ ველოდებით, ძალიან მალე ველოდებით პოზიტიურ შედეგს,“ - განაცხადა მდინარაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე