პირველადი ჯანდაცვა თავიდან ბოლომდე ჩავარდნილია - აკაკი ზოიძე

საქართველო, თბილისი - 15:19 | 01.03.2018
ნანახია: 1311

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის შეფასებით, ჯანდაცვის სისტემის ყველაზე დიდი ჩავარდნა პირველადი ჯანდაცვაა

ზოიძის განმარტებით, პირველადი ჯანდაცვის პროგრამა კრიტიკას ვერ უძლებს. 

,,პირველადი ჯანდაცვა თავიდან ბოლომდე ჩავარდნილია. მსოფლიოში არ არის განვითარებული ქვეყანა, სადაც პირველად ჯანდაცვაზე მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლება ზრუნავს. ადამიანთან უფრო ახლოს არის მუნიციპალური ხელისუფლება, ვიდრე ცენტრალური ხელისუფლება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია იყოს კარგი კოორდინაცია. საჭიროა ერთობლივი მუშაობა პირველადი ჯანდაცვის კარგი მიმართულებით ჩამოყალიბებზე და შედეგზე ორიენტირებული დაფინანსება“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ კომიტეტის სხდომაზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე