საქონლის დიდი ნაწილი ხანძარს გადაურჩა - ირმა ზავრადაშვილი

საქართველო, თბილისი - 14:20 | 27.02.2018
ნანახია: 1397

,,თერგის" პირველ და მეორე სართულებზე საქონლის დიდი ნაწილი ხანძარს გადაურჩა, - ამის შესახებ დიდუბის რაიონის გამგებელმა, ირმა ზავრადაშვილმა ტერიტორიიდან გამოსვლის შემდეგ მოვაჭრეებს განუცხადა.

მისი თქმით,  ძირითადად, მეორადი საქონლის ნაწილი განადგურდა.

გამგებელი აცხადებს, რომ ბაზრობის ადმინისტრაციასთან შეხვედრაშიც მონაწილეობდა და დაზარალებულთა ინდივიდუალური დახმარების გეგმა განიხილეს. რაც შეეხება მოვაჭრეების ბაზრობაზე შეშვებას, ზავრადაშვილის თქმით, ამ ეტაპზე ეს შეუძლებელია, რადგან იქ მეხანძრეები ჯერ კიდევ მუშაობენ.

,,მეხანძრეების შემდეგ ტერიტორიაზე ექსპერტ-კრიმინალისტების 30 კაციანი ჯგუფი უნდა შევიდეს და შეაფასონ რამდენად უსაფრთხოა იქ ხალხის შეშვება",- აღნიშნა გამგებელმა.

ბაზრობაზე ხანძარი წუხელ გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მცირე დაზიანებები მიიღო რამდენიმე ადამიანმა, მათ პირველადი დახმარება ადგილზე გაეწიათ. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე