არ მიმაჩნია, რომ სააკაშვილი და მერაბიშვილი შესაწყალებლები არიან - გიორგი მარგველაშვილი

საქართველო, თბილისი - 00:57 | 15.02.2018
ნანახია: 1435

,,არ მიმაჩნია, რომ სააკაშვილი და მერაბიშვილი შესაწყალებლები არიან, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ სტუმრობისას განაცხადა. 

გიორგი მარგველაშვილის თქმით, თუ მიიჩნევდა, რომ ისინი შესაწყალებლები არიან, პოლიტიკური შემადგენლით ამ საკითხს არ მიუდგებოდა.

„საქართველოს პრეზიდენტი არ არის რომელიმე პოლიტიკური ძალის პრეზიდენტი, ან რომელიმე პოლიტიკური ლიდერის მსახური. საქართველოს პრეზიდენტი არის ერთადერთ სამსახურში - ემსახურება ქართველ ხალხს. ბუნებრივია, მე შეწყალების პროცესში არანაირად არ ვითვალისწინებ პოლიტიკურ შემადგენელს. 

არ მიმაჩნია, რომ სააკაშვილი და მერაბიშვილი შესაწყალებლები არიან. მე თქვენთან ვერ გავივლი დეტალებს, რატომ კი და რატომ - არა. მაგრამ რომ მიმაჩნდეს, რომ შესაწყალებელია, პოლიტიკური შემადგენლით ამ საკითხს არ მივუდგებოდი. ისევე, როგორც არ მივუდექი კაკო ბობოხიძის ძმას პოლიტიკური შემადგენლით. საერთოდ მაგას რა მნიშვნელობა აქვს, ადამიანი რომ ციხეში ზის, რომელ პარტიაში ირიცხება?!“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე