ეიფელის კოშკი უამინდობის გამო დაიკეტა

საქართველო, თბილისი - 14:34 | 06.02.2018
ნანახია: 2492

პარიზის მთავარი ღირშესანიშნაობა- ეიფელის კოშკი დამთვალიერებლისთვის დაკეტილია. აღნიშნული ზომების მიღება ამინდის გაუარესების გამო გახდა აუცილებელი. ამის შესახებ კოშკის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„მეტეოპირობების გამო ეიფელის კოშკი ამჟამად დაკეტილია. შესვლა დასაშვებია მხოლოდ იმ პირებისთვის, ვისაც რესტორანში ადგილები აქვს დაჯავშნული“, - აღნიშნულია განცხადებაში. საფრანგეთის დედაქალაქში მეორე დღეა გადაუღებლად თოვს. ნალექის შეწყვეტას  მხოლოდ  ოთხშაბათისთვის ელოდებიან.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე