ნიდერლანდებმა თურქეთიდან ელჩი ოფიციალურად გაიწვია

საქართველო, თბილისი - 17:14 | 05.02.2018
ნანახია: 1014

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრომ ანკარაში ნიდერლანდების ელჩი ოფიციალურად გაიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, საუბარია ფორმალურ ნაბიჯზე, რადგან ნიდერლანდების ელჩმა ანკარა ჯერ კიდევ 2017 წლის მარტში დატოვა.

ამის გარდა ჰააგაში აღნიშნეს,რომ ნიდერლანდებში თურქეთის ახალი ელჩის დანიშვნას არ მიიღებენ.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ნიდერლანდებმა თურქეთის ოფიციალურ პირებს ვიზები არ მისცა, რომლებიც ნიდერლანდებში მცხოვრები თურქი ეროვნების მოქალაქეებისთვის საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით სააგიტაციო აქციის გამართვას აპირებდნენ.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე