ავტობუსი გაჩერებაზე მოქალაქეებს დაეჯახა - დაღუპულია 3 ადამიანი

საქართველო, თბილისი - 12:18 | 01.02.2018
ნანახია: 936

სამი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა სტამბოლში გაჩერებაზე მუნიციპალური ავტობუსის შევარდნის შედეგად. ინციდენტი უსკუდარის რაიონში მოხდა.
გავრცელებულოი ცნობით, ავტობუსის მძღოლმა დაუდგენელი მიზეზებით საჭეზე კონტროლი დაკარგა და გაჩერებაზე შევარდა, სადაც მგზავრები იმყოფებოდნენ.

დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. დაწყებულია გამოძიება.




პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე