თურქმა სამხედროებმა კიდევ 60-ზე მეტი ქურთი მებრძოლი გაანეიტრალეს

საქართველო, თბილისი - 13:16 | 31.01.2018
ნანახია: 940

თურქმა სამხედროებმა აფრინის რაიონში მიმდინარე ოპერაციის შედეგად კიდევ 63 ქურთი მებრძოლი და „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტები გაანეიტრალეს.

თურქული მედია შეიარაღებული ძალების გენეშტაბზე დაყრდნობით წერს, რომ არ არის დაზუსტებული რამდენი ადამიანია ლიკვიდირებული და რამდენი ტყვედ აყვანილი. გენშტაბის ცნობით, სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან აფრინში უკვე 712 მებრძოლია განეიტრალებული.

ასევე ღამით ავიადარტყმების შედეგად განადგურებულია ქურთი მებრძოლების 22 ობიექტი.

თურქეთმა „ოპერაცია ზეთისხილის რტო“ იანვარში დაიწყო. თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, ის მიმართულია ქურთი გასამხედროებული დაჯგუფებების, ასევე „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე