უცხოეთის დასახმარებლად განკუთვნილი ამერიკული დოლარები ყოველთვის უნდა ემსახურებოდეს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს - ტრამპი

საქართველო, თბილისი - 10:44 | 31.01.2018
ნანახია: 910

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესს მოსთხოვა მიიღონ კანონი იმის შესახებ რომ უცხოეთის ქვეყნებისთვის გაწეული დახმარება ამერიკის ინტერესების შესაბამისი იყოს.
ტრამპმა ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების ფაქტიც გაიხსენა. „ამის შემდეგ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ათობით ქვეყანამ ამ აღიარებას მხარი არ დაუჭირა. ამერიკელი გადასახადების გადამხდელები სწორედ ამ ქვეყნებს ყოველ წელს უხვად უგზავნიან მილიარდობით დოლარს. ამიტომ დღეს ვთხოვ კონგრესს მიიღოს კანონი, რომლის თანახმად, უცხოეთის დასახმარებლად განკუთვნილი  ამერიკული დოლარები ყოველთვის უნდა ემსახურებოდეს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და მხოლოდ ამერიკის მეგობრებს უნდა გაეგზავნოს“, - აღნიშნა ტრამპმა კონგრესმენების წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე