ტრამპმა გუანტანამოს ციხის დახურვის ბრძანებულება გააუქმა

საქართველო, თბილისი - 10:12 | 31.01.2018
ნანახია: 970

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კუბის გუანტანამოს ციხის დახურვის ბრძანებულება გააუქმა, რომელიც მისი წინამორბედის ბარაკ ობამას მიერ იყო ინიცირებული . ამის შესახებ ტრამპმა კონგრესში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
ტრამპის გადაწყვეტილების მიზეზად ტერორიზმთან ბრძოლა სახელდება.

„ხელი მოვაწერე ბრძანებულებას, რომელიც თავდაცვის მინისტრს ჯეიმს მეტისს ავალებს გადახედოს ჩვენს პოლიტიკას გუანტანამოს ბაზაზე ციხის დატოვების შესახებ. ვთხოვ, კონგრესს უზრუნველყოს ის, რომ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ და ალ-ქაიდასთან“ ბრძოლაში დაგვრჩეს ყველა აუცილებელი ინსტრუმენტი ტერორისტების დასაკავებლად“, - აღნიშნა ტრამპმა.

ტრამპი არჩევნების წინ არაერთგზის აცხადებდა, რომ ციხის დახურვის იდეას მხარს არ უჭერდა, რადგან პატიმრების გადაყვანა სხვა ციხეებში აშშ-სთვის საფრთხის მატარებელი იყო. ამ დროისათვის გუანტანამოში 41 პატიმარი იმყოფება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე