დაკარგული მოდელის დანაწევრებული სხეული ორ ჩემოდანში იპოვეს

საქართველო, თბილისი - 16:15 | 29.01.2018
ნანახია: 1477

აშშ-ში დაკარგული მოდელის სარა ჟგოულის  ცხედარი BMW-ს მარკის ავტომობილის საბარგულში ორეგონის შტატში იპოვეს. ამის შესახებ The Oregonian-ი წერს.

გამოცემის ცნობით, 28 წლის მოდელისა და მსახიობის თავმოჭრილი და დანაწევრებული სხეული ორ ჩემოდანში იყო მოთავსებული.

მამაკაცმა, რომელსაც სასტიკ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებენ, დაკავების დროს თავის მოკვლა სცადა. დანაშაულის მოტივები უცნობია.

მოდელს ერთი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე