Save the Children ავღანეთში საქმიანობას დროებით წყვეტს

საქართველო, თბილისი - 18:43 | 24.01.2018
ნანახია: 755

საერთაშორისო ორგანიზაცია „დაიცავი ბავშვები“ ავღანეთში საქმიანობას დროებით წყვეტს. ამის მიზეზი ჯელალაბადში ორგანიზაციის ოფისზე მომხდარი თავდასხმა გახდა.

შენობასთან თავი თვითმკვლელმა აიფეთქა, რის შემდეგაც თავდამსხმელებმა ცეცხლი გახსნეს.

ტერაქტს 2 ადამიანი ემსხვერპლა, 20 კი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ,,ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე