,,ქართული ოცნებისგან" მხოლოდ ფუჭი საუბრები გვესმის - ოთარ კახიძე

საქართველო, თბილისი - 10:03 | 24.01.2018
ნანახია: 1230

დიდი ხანია საჭიროა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია, თუმცა ,,ქართული ოცნებისგან" ჩვენ მხოლოდ გვესმის ფუჭი საუბრები კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის გარეშე, - ამის შესახებ ,,ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს სრულად ამოქმედება ყველა სისხლის სამართლის საქმეზე, რადგან მათ აქვთ უფლება, რომ გამოიტანონ გამამართლებელი ვერდიქტი მაშინაც კი როდესაც მტკიცებულება არსებობს.

„დიდი ხანია საჭიროა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია, თუმცა "ქართული ოცნებისგან" ჩვენ მხოლოდ გვესმის ფუჭი საუბრები კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის გარეშე. მნიშვნელოვანია ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს სრულად ამოქმედება ყველა სისხლის სამართლის საქმეზე, რადგან მათ აქვთ უფლება, რომ გამოიტანონ გამამართლებელი ვერდიქტი მაშინაც კი როდესაც მტკიცებულება არსებობს, ამას ეწოდება ნაფიცმსაჯულთა ნულიფიკაცია", - განაცხადა ოთარ კახიძემ. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე