ლატვიაში რუსული სკოლები აღარ იარსებებს

საქართველო, თბილისი - 16:54 | 23.01.2018
ნანახია: 1027

ლატვიის მინისტრთა კაბინეტმა მხარი დაუჭირა ცვლილებას განათლების კანონში, რომლის თანახმად ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებებში რუსულ ენაზე სწავლება ლატვიური ენით შეიცვლება.

რეფორმა ძალაში 2019 წლის 1 სექტემბრიდან შევა. კანონში ცვლილება სეიმმა უნდა დაამტკიცოს.

ლატვიაში 2 მლნ ადამიანი ცხოვრობს. მათგან დაახლოებით 40 პროცენტი რუსულენოვანია. ქვეყანაში ერთი სახელმწიფო ენა - ლატვიურია. რუსულს უცხოური ენის სტატუსი აქვს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე