ტელეღიპუცის ტინკი-ვინკის როლის შემსრულებელი გარდაიცავლა

საქართველო, თბილისი - 16:22 | 23.01.2018
ნანახია: 1639

მსახიობი საიმონ შელტონ ბარნსი, რომელიც პოპულარულ შოუში „ტელეღიპუცები“ ტინკი-ვინკის როლს ასრულებდა, დიდ ბრიტანეთში გარდაიცვალა.

გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ბარნსს 52 წელი გარდაცვალებამდე ოთხი დღით ადრე შეუსრულდა.

მსახიობს 7 თებერვალს დაკრძალავენ. ნათესავებმა სტუმრებს უკვე სთხოვეს დაკრძალვაზე ღია ფერის ტანსაცმლით მივიდნენ, რათა ბარნსის ხსოვნას პატივი ამ ფორმით მიაგონ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე