მერმა პოლიციელებს მათი ძალის შემოწმების მიზნით დაარტყა (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 15:25 | 23.01.2018
ნანახია: 900

ინდონეზიის ქალაქ მატარამის მერმა აჰიარ აბდუჰმა ახალბედა პოლიციელებს მათი ძალისა და ამტანობის გამოცდის მიზნით ფეხი მკერდში დაარტყა.

ინციდენტი საზოგადოებრივი წესრიგის სააგენტოს ახალი თანამშრომლების დანიშვნის ცერემონიაზე მოხდა. აბდუჰი, რომელიც კუნგ-ფუსა და სხვა ბრძოლების ხელოვნებას ფლობს, ოფიცრები ერთრიგად დააყენა და მკერდის არეში ფეხით დარტყმა მიაყენა.

ქსელში ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ მერმა მძაფრი კრიტიკა დაიმსახურა. ინტერნეტ-მომხმარებლების აზრით, ამ დონის თანამდებობის პირისთვის მსგავსი ქმედება მიუღებელია.

საზოგადოებრივი წესრიგის სააგენტოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მერის ქმედება მისი აგრესიულობის მაჩვენებელი არ არის. სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, პოლიციელები ბედნიერები არიან ასეთი შემოწმების გავლით.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე