ალასკაზე ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ცუნამის საფრთხე გამოცხადდა

საქართველო, თბილისი - 14:44 | 23.01.2018
ნანახია: 871

8,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა ალასკის სამხრეთ სანაპიროსთან, კადიაკიდან  278 კმ-ის დაშორებით. ამის შესახებ აშშ-ის გეოლოგიური სამსახური იუწყება.

გამოცხადებულია ცუნამის საფრთხე, ალასკის გარდა ცუნამი ასევე ემუქრება კანადის ბრიტანული კოლუმბიის პროვინციის ცენტრალურ სანაპიროებსა და კუნძულ ვანკუვერის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს.  

არ არის გამორიცხული, რომ რამდენიმე საათის შემდეგ „დიდმა ტალღამ“ ჰავაის კუნძულებამდეც მიაღწიოს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე