ფილიპინებზე ვულკანი ამოიფრქვა

საქართველო, თბილისი - 12:22 | 23.01.2018
ნანახია: 882

ფილიპინებზე ვულკანი მაიონი ამოიფრქვა.

Associated Press-ის ცნობით, ფერფლი სამი კმ-ის სიმაღლეზე გავრცელდა, რის გამოც უახლოესი ქალაქების ქუჩებში ხილვადობა ფაქტობრივად ნულის ტოლი იყო.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ საფრთხის მეოთხე დონე დააფიქსირა. უახლოეს დღეებში შესაძლოა კიდევ უფრო მძლავრი ამოფრქვევა მოხდეს.

ევაკუაციის ზონა ვულკანის გარშემო 8 კმ-ით გაფართოვდა და ათასს ადამიანს შეეხო.

ამ მომენტისთვის დროებით თავშესაფარში 30 ათასზე მეტი ადამიანი იმყოფება. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე