ელტონ ჯონი და ქეით ბლანშეტი დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე დააჯილდოვეს

საქართველო, თბილისი - 12:06 | 23.01.2018
ნანახია: 906

მსახიობ ქეით ბლანშეტს, მუსიკოსს ელტონ ჯონსა და ბოლივუდის ვარსკვლავს შახრუხ ხანს დავოსის ეკონომიკური ფორუმის გახსნის ცერემონიაზე ჯილდოები გადაეცათ.

ტრადიციის მიხედვით, გახსნის ცერემონიაზე Crystal Awards-ის ჯილდოები გაიცემა. პრემიებს ხელოვნების იმ მოღვაწეებს გადასცემენ, რომლებიც საზოგადოებაში პოზიტიურ ცვლილებებს ხელს უწყობენ.

შახრუხ ხანი ინდოეთში ბავშვებისა და ქალების უფლებებს იცავს, ელტონ ჯონმა ჯილდო ქველმოქმედებისთვის მიიღო, რომელსაც შიდსთან ბრძოლაში ხარჯავს, ქეით ბლანშეტი კი 2016 წელს ლტოლვილების საკითხებში გაეროს კეთილი ნების ელჩი გახდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე