ჰანოვერში ქურთებსა და თურქებს შორის მასობრივი ჩხუბი მოხდა

საქართველო, თბილისი - 11:42 | 23.01.2018
ნანახია: 1173

მასობრივი ჩხუბი მოხდა ჰანოვერ-ლანგენჰაგენის აეროპორტში ქურთ დემოსნტრანტებსა და თურქ მგზავრებს შორის. ორი ადამიანი მსუბუქად დაიჭრა.
ინციდენტი B ტერმინალში მოხდა.

ამის მიზეზი გახდა ქურთების მხარდამჭერი სპონტანური დემონსტრაცია სირიაში თურქეთის სამხედრო მოქმედებების წინააღმდეგ.

ქურთი დემონსტრანტები რეჯებ ტაიპ ერდოღანის საწინააღმდეგო ფრაზებს სკანდირებდნენ. საპასუხოდ თურქი მგზავრები, რომლებიც სტამბოლის რეისს ელოდებოდნენ, დემონსტრანტებს თავს დაესხნენ.

წინასწარი მონაცემებით, შემთხვევის ადგილზე 180-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

პოლიციამ წიწაკის სპრეი ჩხუბის 20  მონაწილის წინააღმდეგ გამოიყენა, რათა სიტუაციაზე კონტროლი დაემყარებინა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე