გაზის გაჟონვის გამო ლონდონის სასტუმროდან 1500-მდე ადამიანის ევაკუაცია მოხდა

საქართველო, თბილისი - 11:25 | 23.01.2018
ნანახია: 814

ლონდონის ხელისუფლებამ გაზის გაჟონვის გამო ღამის კლუბიდან და სასტუმროდან  1500-მდე ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. ინციდენტი ვესტმინსტერის რაიონში, Strand-ის ქუჩაზე მოხდა. ევაკუაცია მოხდა რამდენიმე კომერციული ორგანიზაციის შენობებიდანაც.

სახანძრო სამსახურის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ უსაფრთხოების მიზნით დაიხურა  Charing Cross-ის სარკინიგზო სადგურიც. სატრანსპორტო კვანძის მუშაობა რამდნიმე საათში აღდგება.

მომხდარის მიზეზები დაუდგენელია.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე