ქაბულში გაეროს წარმომადგენლებს თავს დაესხნენ- არის მსხვერპლი

საქართველო, თბილისი - 14:35 | 22.01.2018
ნანახია: 918

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში შეიარაღებული პირები გაეროს წარმომადგენლებს თავს დაესხნენ. ამის შესახებ Khaama Press -ი უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება.

სააგენტოს ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი,  გაეროს თანამშრომელი ქალი კი მძევლად აიყვანეს. პოლიციამ ინციდენტის გამოძიება დაიწყო, დაკავებულია ერთი ადამიანი.

ტელეარხ Tolo News-ის ცნობით, უცნობმა პირებმა ქალი ბავშვთან ერთად გზიდან გაიტაცეს. ბოროტმოქმედების მიზანი უცნობია, ამის გარდა, სააგენტოს ინფორმაციით, მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე