თურქეთში სირიაში ოპერაციის 35 მოწინააღმდეგე „ფეისბუქში“ გამოქვეყნებული პოსტების გამო დააკავეს

საქართველო, თბილისი - 13:29 | 22.01.2018
ნანახია: 787

სტამბოლისა და დიარბაქირის პროკურატურამ 35 ადამიანი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო დააკავა, სადაც პროკურატურის წარმომადგენელთა თქმით, აფრინში თურქეთის ოპერაციასთან დაკავშირებით მხარდაჭერას უცხადებდნენ „ქურთთა მუშათა პარტისა“ და ქურთულ პარტიას „დემოკრატიულ კავშირს“.

18 ადამიანი სტამბოლში, 17 კი დიარბაქირში დააკავეს.

მედიის ცნობით, ისინი „ავრცელებდნენ პროპაგანდისტულ პოსტებს და კომენტარებს აკეთებდნენ“.

თურქეთმა ოპერაცია „ზეთისხილის რტო“ აფრინში სირიელი ქურთების შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ შაბათს ავიაიერიშით დაიწყო. კვირას ოპერაცია სახმელეთო ფაზაში გადავიდა, რომელშიც ტანკები და სხვა ჯავშანტექნიკა მონაწილეობს. ვრცელდება ინფორმაცია მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის შესახებ, რასაც თურქეთის ხელისუფლება არ ადასტურებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე