იმედია, მივიღებთ პატრიარქისთვის და საპატრიარქოსთვის მისაღებ ნარკოპოლიტიკას– სოფიო კილაძე

საქართველო, თბილისი - 11:32 | 22.01.2018
ნანახია: 1373

,,იმისთვის, რომ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით შეთანხმება შედგეს, ძალიან ბევრი სამუშაო შესასრულებელი", - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ განაცხადა.

კილაძის თქმით, მთავრობის მთავარი მიზანია, ახალი ნარკოპოლიტიკის შემუშავება, რომელიც დააბალანსებს სხვადასხვა მიმართულებებს ნარკოპოლიტიკის კუთხით.

,,ამაზე დიდი ხანია მიმდინარეობს მუშაობა, მაგრამ ეს იმდენად რთული საკითხია, ჯერ კონსენსუსის მიღწევა ძალიან გაჭირდა. დიდი იმედი მაქვს, რომ აქტიური მუშაობის შედეგად მივიღებთ ისეთ ნარკოპოლიტიკას, რომელიც მისაღები იქნება როგორც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფისთვის, ასევე, რა თქმა უნდა ჩვენი ეკლესიისთვის, პატრიარქისთვის და საპატრიარქოსთვის“, – განაცხადა სოფიო კილაძემ.

ცნობისთვის, იუსტიციის სამინისტროში ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე