ქაბულის სასტუმროზე თავდასხმის შედეგად უკრაინის შვიდი მოქალაქე,მათ შორის ორი პილოტი, დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 11:21 | 22.01.2018
ნანახია: 864

ქაბულის სასტუმროზე თავდასხმის შედეგად უკრაინის შვიდი მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ მედიას უკრაინის ელჩმა ავღანეთსა და ტაჯიკეთში ვიქტორ ნიკიტიუკმა განუცხადა.

ორი დაღუპული უკრაინული კერძო ავიაკომპანია „უკრაინსკიე კრილიას“ პილოტი იყო. ამის შესახებ უკრაინული მედია ინფორმაციას ამ ავიაკომპანიის დირექტორზე ვლადიმირ კოსტენკოზე დაყრდნობით ავრცელებს. 

პრესის ცნობით, კოსტენკონს ეს ინფორმაცია ავღანურმა ავიაკომპანია Kam Air-მა დაუდასტურა, რომელსაც უკრაინული სპეციალისტები ჰყავდა დაქირავებული.

Intercontinental Hotel-ს შეიარაღებული მებრძოლები თავს დაესხნენ. 18 საათის განმავლობაში ისმოდა სროლებისა და აფეთქებების ხმა.

მედიის ცნობით, დაიღუპა 43 ადამიანი. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო 18 ადამიანის გარდაცვალებას ადასტურებს. 
მომხდარზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო.

Intercontinental Hotel-ი ტერორისტების სამიზნე პირველად არ გამხდარა. 2011 წლის ივნისში ცხრა მებრძოლი სასტუმროს შენობაში შეიჭრა, დაიღუპა 12 ადამიანი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე