თურქეთმა აფრინში ქურთების 11 პოზიცია დაიკავა

საქართველო, თბილისი - 11:08 | 22.01.2018
ნანახია: 832

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიის თავისუფალი არმიის მხარდაჭერით 24 საათის განმავლობაში სირიის აფრინის რაიონებში ქურთების 11 პოზიცია დაიკავა. ამის შესახებ ანატოლიის ახალი ამბების სააგენტო იუწყება.

თურქმა სამხედროებმა ავიაციისა და ჯავშანტექნიკის დახმარებით დასახლებული პუნტქები, სასოფლო სამურნეო რაიონები და ნაგებოები დაიკავეს.

სირიის თავისუფალი არმიის მებრძოლებმა, რომლებიც სირიელი ქურთების წინააღმდეგ იბრძვიან, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ვიდეომიმართვა გაავრცელეს.

 „თქვენ ჩვენი მეგობრები და ჩვენი ოჯახი ხართ. აქ იმისთვის ვართ, რომ ბოლო მოვუღოთ უსამართლო დევნას. ჩვენი მტერი - ქურთთა მუშათა პარტიაა“, - აღნიშნულია მიმართვაში.

თურქეთმა აფრინში ავიაერიშებისა და საარტილერიო დარტყმების გამოყენებით  ოპერაცია შაბათს დაიწყო. კვირას ის სახმელეთო ფაზაში გადავიდა, რომელშიც ტანკები და სხვა ჯავშანტექნიკა მონაწილეობს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე