ერაყის ქურთისტანი მზად არის თურქეთის წინააღმდეგ ბრძოლაში სირიელ ქურთებს დაეხმაროს

საქართველო, თბილისი - 10:39 | 22.01.2018
ნანახია: 1108

ერაყის ქურთისტანი მზად არის შეიარაღებული ძალები გაგზავნოს აფრინში თურქეთის წინააღმდეგ ბრძოლაში სირიელი ქურთების დასახმარებლად. ამის შესახებ ერაყის ქურთისტანის მმართველი პარტიის წარმომადგენელმა მალა ბახტიარმა განაცხადა.

„რეგიონის ქვეყნებმა, მათ შორის თურქეთმაც, იციან ჩვენი პოზიცია“, - განაცხადა ბახტიარმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

„თუ შევძლებთ, შეგვიძლია აფრინს ახლავე დავეხმაროთ. თუ ისინი ნებას მოგვცემენ, ჩვენ იქ ჩვენს ძალებს გავაგზავნით“, - აღნიშნა ერაყის ქურთისტანის წარმომადგენელმა.

ამასთან ბახტიარის თქმით, სირიელი ქურთების თანხმობის შემთხვევაში ძალების გაგზავნამდე,  ერაყის ქურთისტანი  ანკარაში მოსალაპარაკებლად დელეგაციას გაგზავნის.

თურქეთმა სირიის ჩრდილოეთით აფრინში სირიელი ქურთების შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ საჰაერო იერიში გასულ შაბათს დაიწყო. გუშინ კი ოპერაცია სახმელეთო სტადიაში გადავიდა, რომელშიც ტანკები და სხვა ჯავშანტექნიკა მონაწილეობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე