ავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 10:20 | 22.01.2018
ნანახია: 852

სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა კოლუმბიაში ხრამში ავტობუსის გადავარდნის შედეგად.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ინციდენტი ქვეყნის დასავლეთით ქალაქების - პასტოსა და ტუმაკოს დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე მოხდა.

სამართალდამცველთა თქმით, გზის ეს მონაკვეთი 66 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და მას „ეშმაკის ცხვირს“ უწოდებენ.

ავტობუსი ხრამში მეწყერის ჩამოწოლის გამო გადავარდა. შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

დაღუპულთა შორის შვიდი მამკაცი, ხუთი ქალი და ერთი 6 თვის ბავშვია.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე