ლონდონში სინათლის ფესტივალი დაიწყო

საქართველო, თბილისი - 10:03 | 19.01.2018
ნანახია: 823

საახალწლო სეზონის დასრულების შემდეგ ბრიტანეთის დედაქალაქში სინათლის ფესტივალი დაიწყო.

ლონდონის ღირსშესანიშნაობებს ღამით ანიმაციური პროექციებით ანათებენ.

პროექტი, რომელიც 50-ზე მეტ ნამუშევარს მოიცავს, ბრიტანელმა და უცხოელმა ხელოვანებმა შექმნეს.

სინათლის ფესტივალი ლონდონში კვირის ბოლომდე გაგრძელდება.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე