დენევმა სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული მამაკაცების მხარდაჭერისთვის ბოდიში მოიხადა

საქართველო, თბილისი - 12:36 | 15.01.2018
ნანახია: 986

ფრანგმა მსახიობმა კატრინ დენევმა ბოდიში მოუხადა სექსუალური ძალადობის მსხვერპლებს, რომლებმაც თავი შეურაცხყოფილებად მიიჩნიეს მას შემდეგ რაც დენევმა მამაკაცების უფლებას „აეკიდონ“ ქალებს მხარი დაუჭირა. გაზეთ Liberation-ში გამოქვეყნებულ  ღია წერილში მან აღნიშნა, რომ კრიტიკის მიუხედავად,  მაინც თავის მოსაზრებაზე რჩება.

დენევმა განმარტა, რომ მიმართვაში არსად ნახსენები არ არის გაუპატიურებისა და სექსუალური შევიწროების გამართლება. წერილში განხილულია პროცესები, როდესაც დაუდასტურებელი დადანაშაულებების წყალობით, ადამიანებმა დაკარგეს სამსახური და მედიის თავდასხმის ქვეშ მოექცნენ.

 „არ მომწონს, როდესაც ყველას მიაჩნია, რომ სხვების განსჯის უფლება აქვს“, - განაცხადა დენევმა.

შეგახსნებთ, რომ 10 იანვარს დენევი და 99 ცნობილი ფრანგი ქალი იმ მამაკაცების მხარდასაჭერად გამოვიდნენ, რომლებიც სექსუალურ შევიწროებაში დაჟინებული ფლირტის გამო დაადანაშაულეს. ქალებმა განაცხადეს, რომ „ვინმეს ცდუნება, დაჟინებული და მომაბეზრებელიც კი“ დანაშაულად არ შეიძლება ჩაითვალოს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე