მე რასისტი არ ვარ - ტრამპი

საქართველო, თბილისი - 11:51 | 15.01.2018
ნანახია: 904

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მესამე მსოფლიოს ქვეყნების მისამართით შეურაცხმყოფელი გამონათქვამები არ გაუეკთებია და თავს რასისტად არ მიიჩნევს.

სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იმიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით სენატორებთან გამართულ შეხვედრაზე ტრამპმა მესამე მსოფლიოს ქვეყნებს „მყრალი ხვერლი“ უწოდა. კერძოდ, მან თითქოს იგულისხმა ჰაიტი, სალვადორი და აფრიკის რიგი ქვეყნები.

თავად ტრამპმა მოგვიანებით განაცხადა, რომ არ გამოუყენებია ასეთი სიტყვები.

 „არა, მე რასისტი არ ვარ“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს და აღნიშნა, რომ მას საწყენი სიტყვები თეთრ სახლში შეხვედრის დროს არ უთქვამს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე