ბაღდადში ორმაგ ტერაქტს 26 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 11:03 | 15.01.2018
ნანახია: 1076

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში ორმაგი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 26-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი Al Arabiya ავრცელებს. მანამდე ვრცელდებოდა ცნობები ექვსი დაღუპულისა და 20-ზე მეტი დაშავებულის შესახებ.

მედიის ცნობით, თავდასხმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.

ერაყის შს სამინისტროს განცხადებით, ტერაქტი დილით ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ქამარზე დამაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობით განახორციელა.

თავდასხამზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე