ლეოპარდმა ბავშვები შეჭამა

საქართველო, თბილისი - 11:48 | 11.01.2018
ნანახია: 848

ინდოეთში ჩხინდვარას ოლქში ლეოპარდმა ექვსი საათის განმავლობაში ორი ბავშვი მოკლა და შეჭამა. ამის შესახებ გამოცემა The Times of India იუწყება.

დღისით მტაცებელი თავს დაესხა სამი წლის გოგონას, რომელიც სახლთან ახლოს თამაშობდა. მან ის მოკლა და სხეული ტყეში შეათრია. ექვსი საათის შემდეგ კი ლეოპარდი მეზობელ სოფელში გამოჩნდა და ათი წლის ბიჭი გაიტაცა, რომელიც თავისი სახლის წინ იჯდა.

მტაცებელი სწრაფად და უხმაუროდ მოქმედებდა, ამიტომ მისი თავდასხმა ვერავინ შეამჩნია. დაკარგული ბიჭის დედამ განგაში ატეხა, როდესაც ეზოში გამოვიდა და სისხლი შენიშნა. ღამით სოფლების მცხოვრებლებმა ბუჩქებში ბავშვის ცხედრის ნაწილები იპოვეს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე