სატვირთო გემი რუსულ სადესანტო ხომალდ Ямал-ს დაეჯახა

საქართველო, თბილისი - 17:19 | 10.01.2018
ნანახია: 876

როდოსის სანაპიროსთან სიერა-ლეონეს დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი რუსულ სადესანტო ხომალდ Ямал-ს დაეჯახა. ინფორმაციას სააგენტო ინტერფაქსი ავრცელებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მომხდარში სიერა-ლეონეს გემს ადანაშაულებს, რომელიც ეგვიპტიდან თურქეთში მიცურავდა. შოიგუს უწყების მტკიცებით, გეგმმა რუსული ხომალდისთვის გადასწრება სცადა, რა დროსაც ისინი ერთმანეთს შეეჯახნენ.

ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე